დღეს, 9 ივნისს, ქუთაისს Rockაია აახმაურებს.
როკ-კონცერტი, მუხრანის ტყე-პარკში, 18:00 საათზე დაიწყება, ბენდების
გამოსვლა კი 19:00 საათიდან 00:30 საათამდეა დაგეგმილი.
როკმოყვარულების წინაშე დღეს შემდეგი ჯგუფები წარსდგებიან: REGGAEON,
Mechanical Rainbow, melqo, skazz და თორნიკე გაგოშვილი.
ფესტივალზე მისულებს ადგილზე სარავე სივრცეებიც დახვდებათ. ამასთან,
მუნიციპალური ტრანსპორტი კონცერტის დასრულებამდე იმუშავებს.
Rockაია ორი დღე გაგრძელდება. შესაბამისად, ხვალ, 10 ივნისს ჯფუფები:
„პელარგონია“, „კოსმოსი“, „პანიკა“, “არა“ და ბაჩო ჯიქიძე
იმღერებენ.
როკ-კონცერტი ქუთაისში მესამედ ტარდება. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები