დღეს ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლეიკემიასთან
ბრძოლის საერთაშორისიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მცხოვრებ
ლეიკემიით დაავადებულ პატარებს გასართობ ცენტრში ეწვივნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატარებს ფასიანი
საჩუქრები გადასცეს. პატარების განწყობაზე კი გასართობი ცენტრის
მსახიობები ზრუნავდნენ.
"ჩვენ ყველა არსებული ძალით უნდა ვებრძოლოთ ამ გამოწვევას.
ამისთვის ქალაქის მერიამ რამდენიმე პროექტი უკვე დაამატა ბიუჯეტში.
დღეს, მოვედით ამ პატარებთან, რათა კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ ჩვენი
გვერდით დგომა",–განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
გასართობ ცენტრში, პატარებისთვის მოწყობილი ზეიმისა და ფასიანი
საჩუქრების ხარჯები, მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა
მოადგილეებმა საკუთარი სახსრებიდან გაიღეს
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები