ველოსიპედის საერთაშორისო დღეს ქუთაისშიც აღნიშნავენ.
ველომოყვარულები, 3 ივნისს, 18:30 საათზე, თეთრ ხიდთან
შეიკრიბებიან და ქუთაისის უბნებს შემოივლიან.
ღონისძიების ორგანიზატორი მოქალაქე გიორგი გუბელაძეა.
3 ივნისი ველოსიპედის მსოფლიო დღეა. ამ დღის დაარსების მიზანი
მოსახლეობაში ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, გარემოს
გაფრთხილება და კლიმატის ცვლილების პროცესის შეჩერებაა.
ველოსიპედის მსოფლიო დღე, 2018 წლის აპრილში, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციამ დააარსა. რეზოლუციას ხელი 60-მდე ქვეყანამ მოაწერა. ამ
დღისთვის სპეციალური ლოგოც შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები