საბავშო ბაღების გაერთიანების
ბიუჯეტი 9 მილიონ 740 000 ლარს
შეადგენს.
ქუთაისში საბავშო ბაღების 1598-ვე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასებს
თებერვლიდან მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა
მურღულიამ დღეს განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასი 20%–30% -ით
გაიზარდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების
ბიუჯეტის სახელფასო ფონდს 855 250 ლარი დაემატა. საერთო ჯამში,
აღნიშნული გაერთიანების ბიუჯეტი 9 მილიონ 740 000 ლარს შეადგენს.
ქუთაისის მერის განცხადებით, თავდაპირველად სახელფასო ფონდის გაზრდა
300 000 ლარით იგეგმებოდა, თუმცა დანაზოგებით შესაძლებელი გახდა
თანხის 855 250 ლარამდე გაზრდა.
ქუთაისში სულ 37 საბავშო ფილიალია, სადაც 10 000-მდე აღსაზრდელია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები