მოყვარულების 12-წლიანი თხოვნის შემდეგ, ქუთაისში, თვეების
წინ მოწყობილი საცოცი კედელი, დღეს გაიხსნა.
მისი გაკეთება მხოლოდ საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი პროექტის
ფარგლებში მოხერხდა.
მერიის ინფორმაციით, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი რთული ცოცვის კედელი და კალათბურთის დარბაზი
მოეწყო.
ამასთან, შენობა აღიჭურვა უსაფრთხოების ლეიბებით, შეიცვალა გადახურვა,
კარ-ფანჯარა, ასევე წყალმომარაგებისა და ელექტროობის სისტემები.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი მერიის ა(ა)იპ ქუთაისის
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ბალანსზეა და ის
დაქვემდებარებაში მე-11 სპორტსკოლას გადაეცემა.
სპორტული დარბაზი ყოველ დღე იმუშავებს და მისით სარგებლობა სპორტული
ჯგუფებისთვის უფასო იქნება.
პროექტი 700 000 ლარზე მეტი დაჯდა და საპილოტე რეგიონების
ინტეგრირებული განვითარების პროგრამით დაფინანსდა.
ამავე თემაზე:
"აქამდე არ გვქონდა, ახლა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როდის
გაიხსნება" - მერია საცოც კედელს არ ხსნის
მასალის გამოყენების პირობები