რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს.
შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნებულია.
დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი უქმდება 15 მაისიდან და
საქართველოს მოქალაქეებს 90-დღემდე ვადით შეეძლებათ უვიზოდ
ჩასვლა.
10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი
ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც. ბრძანებულება დღევანდელი
თარიღით არის გამოცემული და ამოქმედდა ხელმოწერისთანავე.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, უქმდება 2019
წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება პირდაპირი ფრენების აკრძალვის
შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა
საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც
წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ
საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის
გავლით არის შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები