ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელმა კომბინატმა, რომელიც ჭიათურაში
მანგანუმს მოიპოვებს, შესაძლოა შეჩერებული სამუშაოები ვადაზე ადრე
განაახლოს.
ინფორმაცია, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" სამუშაოების ვადაზე ადრე
განახლების შესახებ, ქუთაისიპოსტს ჭიათურის გამგებლის მოადგილემ,
თეიმურაზ ჭუმბურიძემ მიაწოდა.
ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და ის თავად "ჯორჯიან
მანგანეზის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
მიმდინარე წლის 11 იანვრიდან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 4 თვით
მუშაობა შეწყვიტა. სამუშაოების შეწყვეტის მიზეზადმ კომპანიამ
საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი ფასები და მათ მფლობელობაში
დაგროვილი მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაასახელა.
დროებითი უმუშევრობის პერიოდში "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებს
ხელფასის 60% გადაუხდის.
მაღაროელებმა კომპანიის გადაწყვეტრილება
საპროტესტო აქციებით გააპროტესტეს. მათი
განცხადებით, საბანკო ვალდებულებები აქვთ და კომპანიის მიერ გადახდილი
ხელფასის 60% კრედიტის დასაფარად საკმარისი არაა.
მასალის გამოყენების პირობები