ახალი ამბები
წინასააღდგომო სამზადისი და მომატებული ფასები ქუთაისის ბაზარში (ფოტო)
FaceBook
სამომხმარებლო  სურსათის ფასი, რომელიც ისედაც მომატებულია, წინასააღდგომო დღეებში კიდევ მეტად გაძვირდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პირველადი მოხმარების საკვების შეძენა უჭირთ. 

„ყველაფერი ძვირია, მხოლოდ სააღდგომოდ კი არა, ზოგადადაც, ისე რომ ვერაფერს ყიდულობ ადამიანი, არ გყოფნის ამისთვის თანხა. რა მთავრობა გვყავს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ამხელა დღესასწაულია და ხომ უნდა მოვემზადოთ? ამიტომ, ვიმარაგებთ ნელ-ნელა“, -
ამბობენ მომხმარებლები. 

თავის მხრივ, მყიდველების სიმცირეზე საუბრობენ მოვაჭრეებიც. 

„ხალხი არ დადის, ბაზარი ცარიელია. ან გარემოვაჭრეებთან ყიდულობენ პროდუქტს, ან კიდევ მარკეტებში. თუმცა, რადგან აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, ხალხი შეძლებისდაგვარად მაინც დადის“.



როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის ბაზარში ყველაზე მეტად აღდგომის მთავარი სიმბოლო - კვერცხი, პასკა და ჯეჯილია გაძვირებული.  

მაგალითად, ერთი ცალი შინაური კვერცხის შეძენა, ორი კვირით ადრე თუკი 70 თეთრად შეგეძლოთ, ახლა მისი ფასი 1 ლარია. კვერცხის საღებავი - 1 ლარი, ენდრო - 1,50-2 ლარი, ჯეჯილი კი - 3 ლარი ღირს.







რაც შეეხება პასკებს, ფასი ბაზარში 1,50-ია, საშუალო ზომის - 2, დიდის კი - 3 ლარია.



მაღაზიის სხვადასხვა ქსელში კი 8 ლარიდან იწყება.



სააღდგომოდ მოსამზადებელი კერძებისთვის საჭირო პროდუქტების ფასები კი ქუთაისის ბაზარში ასე გამოიყურება:

ახალი კარტოფილის ღირებულება 6 ლარიდან იწყება, ძველი - 2 ლარი ღირს. პომიდორის შეძენა 5 ლარიდან შეგიძლიათ, კიტრის - 4 ლარიდან, ყველის ფასი  -14 ლარიდან იწყება.  ბულგარული - 8 ლარი ღირს, ბროკოლი - 10ლარი,  ბადრიჯანი - 5 ლარი;

ნიგოზი - 23-25 ლარი. ქათმის ფასი არ შეცვლილა და კვლავ 9,50-ია. საქონლის ხორცი 21-22 ლარი ღირს, ღორის - 14-15ლარი. მწვანილებიდან ყველაზე მეტად მწვანე ხახვია გაძვირებული, რომლის ფასიც, როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, 1,50-დან ორ დღეში 3 ლარამდეა გაზრდილი.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.