ქუთაისის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც წესით, გასული წლის
ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.
სამჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ
სკოლის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მეოთხე
მცდელობაზე გამოავლინა.
ცენტრალური სამუსიკოს სკოლის კეთილმოწყობას შპს „ჰეადერ
კონსტრაქშენი“, 1 მილიონ 220 998 ლარის სანაცვლოდ,
განახორციელებს. ამ უკანასკნელსა და მერიას შორის ხელშეკრულება
მიმდინარე წლის 31 მარტს გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სარემონტო სამუშაოები 3 აპრილს
უნდა დაიწყოს და 6 თვეში (27 სექტემბერს) დაასრულოს.
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სამუსიკო
სკოლა:
წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მეხუთე
თვეა შეჩერებულია. რეკონსტრუქცია, რომელიც ახლა დასრულებული უნდა
იყოს, სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია.
ობიექტის კეთილმოწყობა თავდაპირველად (გასულ წელს) 1 მილიონ 583 866
ლარის სანაცვლოდ, მერიამ შპს "მშენებელჯგუფს" ანდო, რომელიც 7
პრეტენდენტს შორის შეირჩა.
განახლება და სტანდარტების შესაბამისად შენობის ფასადის მოწყობა,
ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის
სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები -
კომპანიას ოთხსართულიანი შენობის სრული
რეაბილიტაციის დასრულება 7 თვეში დაევალა. საბოლოოდ, მხარეებს შორის
თანამშრომლობა ჯარიმით და ხელშეკრულების გაწყვეტით დასრულდა.
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის
მიერაა დაფინანსებული. მისი რეკონსტრუქია ერთ-ერთია იმ
ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლითაც ადგილობრივ
თვითმმართველობაში თავს იწონებდნენ.
ამავე თემაზე:
სამჯერ ჩავარდნილი ტენდერი და მერიის მორიგი მცდელობა
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
ჩავარდნილი და გადავადებული ინფრასტრუქტურული
პროექტები ქუთაისში
მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული
რეაბილიტაცია
ქუთაისის მერიას მასტშაბურ ობიექტებზე გამოცხადებული
ტენდერები ჩაუვარდა
ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის
რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს
გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის
შეჩერებული რეაბილიტაცია
მასალის გამოყენების პირობები