დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება. ქალაქში სადღესასწაულო
ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა
წარმომადგენლებთან და იმერეთის ვიცე-გუბერნატორთან, პაატა
ნადირაძესთან ერთად, ჩოხოსნების მონაწილებით დიდი მეფის დავით
აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის
ჯარისკაცებმაც მიაგეს.
ქუთაისის მერიამ დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო
ტრანსპორტი 14 :00 საათამდე გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები