ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა
მიკროავტობუსი #23ა 100 ლარით დააჯარიმა.
მიკროავტობუსი გუშინ 40 წუთიანი დაგვიანების გამო დაჯარიმდა.
მიკროავტობუსის მძღოლის განმარტებით, ტრანსპორტის დაგვინება ტექნიური
ხარვეზის, კეძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლის
გამო მოხდა.
მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში განმარტავენ, რომ #23ა ყოველ 10-15
წუთის შუალედში უნდა მოძრაობდეს.
"ამ სატრანსპორტო ხაზებს არ აქვთ ჯი-პი-აი სისტემა დამონტაჟებული, რის
გამოც ვერ ვაკონტრლებთ. უახლოეს დღეებში კონკურსს გამოვაცხადებთ ამ
ხაზზე და პრობლემაც მოგვარდება", - განმარატავენ მერიის ტრანსპორტის
სამსახურში.
მიკროსაავტობუსო ხაზი #23 ა შპს "მორბენალს" ეკუთვნის.
კომპანიის წარმომადგენლები მერიის მიერ გამოწერილ ჯარიმას
დამსახურებულად მიიჩნევენ.
ქუთაისის მერიამ 18 ნებართვაგასულ
მიკროსაავტობუსო
ხაზზე კონკურსი გასულ წელს სამჯერ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები