პოლიტიკა
ზაზა ლომინაძემ "რუსული კანონის" წინააღმდეგ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ „რუსული კანონპროექტის“ ჩასაგდებად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ის პლენარულ სხდომას ესწრებოდა, თუმცა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მაინც არ წავიდა და ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ზაზა ლომინაძე ერთ-ერთია იმ 78 დეპუტატს შორის, რომელმაც აღნიშნულ კანონპროექტს, პირველი მოსმენისას, მხარი დაუჭირა. 



„რუსულ კანონპროექტს“  მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე „ოცნების“ ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა.

კანონპროექტის დამტკიცებას მხარი მხოლოდ დიმიტრი სამხარაძემ დაუჭირა. დეპუტატებიდან „პრინციპული“ მხოლოდ ის აღმოჩნდა.

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.

„ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. მანამდე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

„ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატებმა დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.