ქუთაისში, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილისა და
სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ლევან კირკიტაძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
შეჯიბრება 5 თებერვალს ხმლით ფარიკაობით დაიწყო, 6 თებერვალს
შეჯიბრება გაიმართა რაპირაში, ხოლო 7თებერვალს ტურნირი დაშნით
ფარიკაობამ დაასრულა.
ტურნირში საქართველოს ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლებთან
ერთად, სომხეთის ჭაბუკ და გოგონა მოფარიკავეთა ნაკრებიც იღებდა
მონაწილეობას.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებისა და პრიზიორების
დაჯილდოვება გაიმართა.
საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის ინიციატივით დაარსდა და წელს უკვე მეორედ
ჩატარდა.
მარი პატარაია
მასალის გამოყენების პირობები