8 თებრვალს "დავითობის " დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის
მიმართულებით ორი ავტობუსი გავა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში წასვლის მსურველებისთვის რეისი
09:00-სთ და 09:30 სთ–ზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის
მიმდებარედ, ბროსეს ქუჩიდან უფასოდ შესრულდება.
"დავითობა 2016"- თან დაკავშირებით ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებათა
უმრავლესობა ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის
თეატრში გაიმართება.
09:30 სთ–ზე ბალახვანში, ე.წ. რკინიგზის სადგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაგეგმილია დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება, ხოლო 11
საათზე დავითის საფლავის პატივგება გელათში.
12:00 საათზე გაიმართება პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია "დავითის
ეპოქა და თანამედროვეობა".
ასევე, 12:00 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში ფოტო–კინო–მატიანეს
მუზეუმის გამოფენა "დავითობა–გელათის სამონასტრო კომპლექსი 1870–2015
წლები"
მოეწყობა.
პარალელურად, აქვე დაიწყება საქველმოქმედო ქორეოგრაფიული ფესტივალი
"დავითობა".
12:30 სთ–ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაჩვენები
იქნება ფილმი "გელათის აკადემია".
14:00 საათზე გაიმართება წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის, ომარ
ლანჩავას მონოგრაფიის "ქუთაისის არქეოლოგია" პრეზენტაცია.
16:00 სთ–ზე ოპერის თეატრში დაგეგმილია ტარიელ ხალხელაურის
საღამო.
ოპერის თეატრში, საღამოს 18:00 საათზე, დავითობის დღესასწაულს
დაასრულებს გალა–კონცერტი ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების
მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები