ქუთაისის სპორტულ, კულტურულ და სახელოვნებო ააიპების შემდეგ, მერია
ტესტირების პროცესს ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში
იწყებს.
უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ტესტირებას ბიბლიოთეკის 10
თანამშრომელი გაივლის. დანარჩენები კი საგამოცდო ტესტს ეტაპობრივად
ჩააბარებენ.
ტესტირების შემდეგ კონკურის ბოლო–გასაუბრების ეტაპი ჩატარდება და
კომისია იმ კონკურსანტებს გამოავლენს, რომლებიც ბიბლიოთეკაში მუშაობის
გაგრძელებას შეძლებენ.
უკვე ცნობილია, რომ კონკურსის შედეგად ბიბლიოთეკაში დირექტორის ორი
მოადგილიდან მხოლოდ ერთი დარჩება. მერიის გადაწყვეტილებით დირექტორს
ორი მოადგილე არ სჭირდება. თუმცა, ახლა მთავარი სადავო საკითხი ისაა,
რომელ დარგში უფრო საჭიროა მოადგილე–სამეცნიერო, თუ
საორგანიზაციო.
ვინაიდან ბიბლიოთეკას სამეცნიერო სტატუსი აღარ აქვს, ბიბლიოთეკის
თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით დირექტორის
მოადგილის შტატი ავტომატურად უნდა გაუქმდეს, ნაწილი კი თვლის, რომ
პირიქით –ბიბლიოთეკას სამეცნიერო სტატუსი უნდა აღუდგეს.
სამეცნიერო დარგში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის
პოსტი რიტა წაქაძეს უკავია, საორგანიზაციო დარგში კი ნინო
ძოწენიძეს.
ბიბლიოთეკაში ტესტირება 21 თებერვალს ჩატარდება.
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები