„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“
კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ არცერთი ორგანიზაციის
საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს
ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება და რა მიზნით.
ამის ერთ-ერთ მაგალითად ირაკლი კობახიძემ „ნამახვანჰესის“ პროექტი
მოიყვანა.
„კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ერთადერთ მიზანს
ისახავდა – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ
უზრუნველყოფას. შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება -
სხვა წყაროები. რეესტრი როდესაც დაიდება, ყველა ორგანიზაციასთან
დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, ვინ საიდან
ფინანსდებოდა, რისთვის ფინანსდებოდა და ამის საფუძველზე შეიძლება,
საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა
ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო
მოქმედებები.
საზოგადოება იმსჯელებს ამაზე რამდენიმე თვეში. ყველა აქტივობასთან
დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. გამჭვირვალობის
წინააღმდეგ როცა მიდიან ორგანიზაციები, რომლებსაც გამჭვირვალობა
ეწოდებათ, მათ შორის სათაურში, ეს აჩვენებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ
დასამალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.
ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს ადგილობრივი
მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებდნენ.
ამიტომ, 2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია
„ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები