ცაგერში, მეწყერში მოყოლილი მამაკაცი სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილი იპოვა.
ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე
სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით,
სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
რეგიონში შემავალ ამბროლაურის, ონის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც
შექმნა სხვადასხვა სახის პრობლემები, შეიზღუდა მუნიციპალიტეტების
გარკვეულ სოფლებში გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება.
მასალის გამოყენების პირობები