იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს შს სამინისტროსგან სამი
ახალი ავტომობილი გადაეცა.
ახალი ავტომობილები მაღალი გამავლობის, "ფორდ რეინჯერის"
მოდელისაა.
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება
სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი
საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.
"ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით,
მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ
ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს
საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას," – აღნიშნულია შსს
განცხადებაში.
იმერეთის მსგავსად, რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს
კუთვნილი სულ 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები