ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა
ქუთაისში გადაიყვანეს.
ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ
განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში
მოათავსეს.
ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა
რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ის ზუგდიდში აიყვანეს. გავრცელებული
ინფორმაციით, ესებუას დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ოკუპირებულ
აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა
2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე
ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ
დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ
თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს,
მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები