თურქეთში, მიწისძვრის გამო 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, რეგიონში, სადაც მიწისძვრამ ნგრევა
გამოიწვია, 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
თურქული მედიის უკანასკნელი ცნობებით, თურქეთის სამხრეთ რეგიონში
მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 3 381 ადამიანი დაიღუპა, 20
426 კი დაშავდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს დილით
გამოქვეყნებული მონაცემებით, ნანგრევებიდან ცოცხლად
ამოიყვანეს 7 840 ადამიანი, დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338
000 მოქალაქე.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2
მოქალაქეც.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო
სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 7,7 მაგნიტუდის
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის
პროვინციაში მდებარეობდა. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში
დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის
გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე
მეტი შენობა.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც,
სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები