სინოპტიკოსები უახლოესს დღეებში საქართველოში ნალექიან ამინდებს
პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 7
თებერვლიდან 8 თებერვლის დილამდე ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი
თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა,
საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა
მოსალოდნელი.
ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის,
ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების
გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები