არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს დღეს გელათის მამათა მონასტრის ეზოში
დაკრძალავენ.
გელათის მონასტერში ამ წუთებში არქიმანდრიტის წესის აგება
მიმდინარეობს, რომელსაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე,
საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიის სამღვდელო პირებთან ერთად
აღასრულებს.
არქიმანდრიტ იოსების გარდაცვალების გამო საპატრიარქო პარტიარქის
სამძიმარს ავრცელებს:
„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება არქიმანდრიტ იოსების (ბურჯანაძე)
გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე, ფაქტობრივად, სხვისი
სიცოცხლის გადარჩენისთვის გაწირა. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი
დანაკლისია ქუთაის-გაენათის ეპარქიისა და საერთოდ, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
აღვავლენთ ლოცვებს მამა იოსების უკვდავი სულისათვის, რათა მან
მართალთა თანა განისვენოს, ხოლო მის ახლობლებს, სასულიერო პირთ და
მრევლს მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია საქართველოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ
გავრცელებულ სამძიმარში.
გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი
ხანძრის შედეგად მიღებული სხეულის დამწვრობისგან გარდაიცვალა.
ის ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმებიც ცნობით, მისი
მდგომარეობა მძიმე იყო.
გელათის მამათა მონასტერში, სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში, ცეცხლი
16 იანვარს გაჩნდა.
ფოტო: მარიამ მჟავია
მასალის გამოყენების პირობები