პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაზე შეფასებებს
პარლამენტის "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც აკეთებენ.
უმცირესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტი თავის
მოხსენებაში არ შეხებია ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა
ლარის კურსის სტაბილურობა, რეგიონების განვითარება და ქვეყნის
ენერგეტიკა.
"არც ერთი სიტყვა არ ითქვა რეგიონების განვითარებზე, იმ პრობლემებზე,
რაც აქვთ სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას და პრაქტიკულად
მიტოვებული და მიუხედავია. არც ერთი სიტყვა არ თქმულა ლარის კურსზე და
გაზპრომის პრომლემებზე. შესაბამისად, ის გამოწვევები, რაც ქვეყანას
აქვს ძალაში რჩება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან
ბეჟაშვილი.
თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ქვეყნის პირველ პირის
მოხსენების იმ ნაწილს ეთანხმებიან, სადაც საუბარი საარჩვენო სისტემას
შეეხო.
"ერთადერთი რაზეც შეიძლება პრეზიდენტს დავეთანხმოთ, ესაა საარჩევნო
სისტემაზე დროული შეთანხმება, რათა არჩევნების გზით ეს მთავრობა
დროულად იქნეს გასტუმრებული ხელისუფლებიდან," - განაცხადა ლევან
ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები