მიმდინარე წლის ზაფხულიდან ქუთაისი-აზერბაიჯანის მიმართულებით
პირდაპირი ფრენები განხორციელდება.
ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა
ირაკლი ქარქაშაძემ BMGtv-ის გადაცემა „საუბრები ავიაციაზე“
ისაუბრა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.
„ფინალურ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში ერთობლივად
დავაანონსებთ ჩვენ მეზობელ ქვეყანა აზერბაიჯანში ქუთაისიდან პირდაპირი
ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე
წლის ზაფხულის სეზონზე განხორციელდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები