ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო და სპორტულ ააიპ–ში კონკურსის
მეორე–ტესტირების ეტაპი დასრულდა.
ტესტირების შედეგად კომისიამ ბოლო ეტაპზე 59 კონკურსანტი გადაიყვანა.
კონკურსში მონაწილეობა სულ 224–მა ინდივიდმა მიიღო, რომლებმაც
სხვადასხვა პოზიციებზე ჯამში 546 აპლიკაცია წარმოადგინეს.
ტესტირების შედეგები საპრეტენზიო კომისიაში 5–მა კონკურსანტმა
გაასაჩივრა. კომისიაში განხილვის შედეგად გაირკვა, რომ საჩივრის
ავტორებსა და კიდევ 5 კონკურსანტს, რომელთაც შედეგები არ
გაუსაჩივრებიათ, თანაბარი ქულები აღმოაჩნდათ, რის შემდეგაც, კომისიამ
გადაწყვიტა 5–ივე საჩივარი დაეკმაყოფილებინა და დარჩენილი 5
კონკურსანტიც გასაუბრების ეტაპზე გადაეყვანა.
ტესტირების შედეგად შერჩეული კონკურსანტები გასაუბრებას 6 და 7
თებერვალს გაივლიან.
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები