სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე წააქცია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, აღმოსავლეთ
საქართველოში კი - ზოგან ძლიერი თოვა.
მათივე ცნობით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო
იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე
დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი
(32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია
ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ
ხაზებზე შემოყინულობა.
ფოტო: დავით ცხვარაძე
მასალის გამოყენების პირობები