29 დეკემბერს, ქუთაისში პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი დაუკრავს.
"გალა კონცერტი საჩუქარი ქუთაისს" ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის
სახელობის ოპერის თეატრში გაიმართება.
კონცერტი 17 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.
ვალერიან შიუკაშვილი ქართველი პიანისტი და ხელოვნების აკადემიის
რექტორია. მისი სახელი შეტანილია "XXI საუკუნის ვარსკვლავების"
წიგნში.
მასალის გამოყენების პირობები