ახალი ამბები
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტიდან 40 მილიონამდე ხელფასებისთვის დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის 39% სახელფასო ფონდისთვის არის განსაზღვრული, რომელიც თანხობრივად 39 მილიონ 400 000 ლარს შეადგენს.
რაც მიმდინარე წლის სახელფასო ფონდთან შედარებით, თითქმის 5 მილიონით არის გაზრდილი.

მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ხელფასების მატება გამოწვეულია მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ყველა საჯარო მოხელეს იანვრიდან ანაზღაურება 10%-ით გაეზარდება.  

რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდის დიდი მოცულობით გაზრდას, ნიშნიანიძის განმარატებით, ეს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხარჯზე მოხდა. 

"2023 წლის სახელფასო ფონდი 39 მილიონ 400 000 ლარითაა განსაზღვრული ჯამურად, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით (აქ შედის მერია, საკრებულო, აიპები და შპს-ები). გაიზარდა 5 მილიონამდე, ეს იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტი თანხობრივი რესურსის მობილიზება გამოიწვია ბაღებმა. თანხობრივად 17 მილიონ 120 000 ლარია ჯამური ბიუჯეტი ბაღების, აქედან 15 მილიონ 400 000 ლარი - მხოლოდ სახელფასო ფონდია. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, 80%-ზე მეტი მოდის ხელფასებზე, რადგან 1 818 თანამშრომელია დასაქმებული და ძირითადი თანხა იხარჯება როგორც ხელფასზე, ასევე ბავშვთა კვებაზე", - ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დღეს დაამტკიცა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა 101 მილიონ 481 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 12 მილიონით მეტია.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.