ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.
მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობისთვის ხის
საახალწლო სახლებია განთავსებული. სწორედ აქ გაიმართება ადგილობრივი
ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოქალაქეები
გლინტვეინს, ცხელ შოკოლადსა და დარიჩინის ორცხობილებს
დააგემოვნებენ.
ცენტრალურ მოედაზე უკვე მოწყობილია საბავშვო გასართობი
სივრცეებიც.
საზეიმო ღონისძიებები დღეს 15:00 საათიდან დაიწყება. 20:00 საათზე კი
ახალი 16 მეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ღონისძიებას ჯგუფი
“New One” საზეიმო ფოიერვერკის თანხლებით დაასრულებს.
24 დეკემბრის საახალწლო პროგრამა:
15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი
ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი
შოკოლადი;
15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების
შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და
საჩუქრები;
15:00-20:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების
შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
16:00-17:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;
18:30-19:20 - ნიკო ქაჯაია;
20:00 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;
20:15-21:00 - ჯგუფი “New One”;
21:00 - საზეიმო ფოიერვერკი;
წინასაახალწლო ღონისძიებების გამო ქუთაისის ცენტრალური მოედანი
ნაწილობრივ გადაკეტილია. შესაბამისად,
შეცვლილია ტრანსპორტის სვლა-გეზი.
სადღესასწაულო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთელი
ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები