ქუთაისში, წინასაახალწლო ღონისძიებების გამო, ქალაქის ცენტრალური
მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ამიტომაც ტრანსპორტი
დღეიდან შეცვლილი სვლა-გეზით მოძრაობს.
მოედნაზე განლაგებულია რკინის ჯებირები და დაწყებულია
ტერიტორიის საშობაო ბაზრისთვის მოწყობა.
24 დეკემბერს, საახალწლო აქტივობები 15:00 საათიდან
დაიწყება.
კონკრეტული ღონისძიებების
ჩამონათვალი ნახეთ აქ.
ხვალ დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო
განათებით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები