ისინი იმ
ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მოხდა მათი
სამსახურიდან გათავისუფლება.
ქუთაისის საბავშვო ბაღების გათავისუფლებულმა ხელმძღვანელებმა ააიპ
ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების წინააღმდეგ ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
#13-ე და #15-ე საბავშო ბაღის ფილიალების ყოფილმა ხელძღვნელებმა
სასამართლოს 25 იანვარს მიმართეს.
#13-ე საბავშვო ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის მაკა აბულაძის
განმარტებით, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის
თანახმადაც მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.
მოსარჩელე მხარეების ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, ააიპ
გაერთიანების ხელმძღვანელმა #15-ე საბავშვო ფილიალის ყოფილი
ხელმძღვანელი ნანა კაკურია მაშინ გაათავისუფლა, როცა ის ბიულეტინზე
იმყოფებოდა.
"შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბრაძანების გაუქმებას. სასამართლომ ჩვენი
სარჩელი მიიღო, რის შემდეგაც დაიწყება საქმის წარმოება", - ამბობს
ადვოკატი.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა
მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის
(#1, #13, #17,#15) ხელმძავანელი პირი
გაათავისუფალა.
ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
"ისინი გათავისუფლდნენ იმის გამო, რომ გააცდინეს სასწავლო პროცესი და
ეს არის უხეში დარღვევა. აქციის გამო სასწავლო პროცესი ჩაშალეს", -
განმარტავს ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების
გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.
მასალის გამოყენების პირობები