საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივნისში,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ფრენები 5 ახალი მიმართულებით
დაიწყება.
უწყების ცნობით, ეს მიმართულებებია - ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი,
ჰამბურგი და პოზნანი.
„ჩვენ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ
სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ, რის
შედეგადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის
ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული
რეისების შესრულებას ევროპის 5 ახალი მიმართულებით დაიწყებს. Wizz
Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე
არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი
სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი
რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის,
მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე
დაემატება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ 550 ათასამდე
მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, „ვიზეარი“
ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით
იფრენს.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები