ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ
მონაცემებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165
საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან
შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.
„ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა
ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული
ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
88.4% აღდგენილია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას 2022 წლის იანვარ-ნოემბერში,
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში
საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021
წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების
აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.
„2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო
ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან
შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული
ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით
შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ
და დასრულებულ ვიზიტებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები