2023 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პროექტის თანახმად
85,917 000 (ოთხმოცდახუთი მილიონ,ცხრაას ჩვიდმეტი ათას) ლარს
შეადგენს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა
რგოლმა, საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 15 ნოემბერს
წარუდგინა.
ბიუჯეტი საკრებულოს სხვადასხვა კომისიებმა განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა:
მომდევნო წელს ბიუჯეტში 13,200 000 ლარი - ინფრასტრუქტურული
პროექტებისათვისაა გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით 5,606 000 ლარია გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური
საკითხების დასაფინანსებლად.
კულტურის დაფინანსება - 1, 477, 300 (ერთი მილიონ, ოთხას
სამოცდაჩვიდმეტი ათას, სამასი) ლარი.
სპორტი-1,713,300 ( ერთი მილიონ,შვიდას ცამეტი ათას, სამასი)
ლარი.
ახალგაზრდული პროექტები - 300 000 ( სამასი ათასი) ლარი
განათლება - 253,000( ორას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი.
კომისიის წევრების მიერ ასევე მომზადდა რიგი შენიშვნები, რომელიც
რეკომენდაციის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას 25 ნოემბერს
გაეგზავნება.
გასული წლის, ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, 89 876 000 ლარით
განისაზღვრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები