ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველობის
კანდიდატებს კენჭი უყარეს.
კენჭისყრის შედეგებით ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო.
მოქმედი ომბუდსმენის მოადგილეს მხარი "ქართულმა ოცნებამ" , "ლელომ",
"ნაციონალური მოძრაობამ" და "საქართველოსთვის" დაუჭირეს.
ომბუდსმენობის კანდიდატ ანა აბაშიძეს მხარი "ლელომ" და "ქართულმა
ოცნებამ" დაუჭირა.
ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას კი მხარი ენმ-მ და "ლელომ"
დაუჭირეს.
ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველს
ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით.
მასალის გამოყენების პირობები