ქუთაისის მერიის დაცვის და ააიპ "ქუთაისის მუნიციპალური
ინსპექციის თანამშრომლებმა საინიციატივო ჯგუფის "როდემდე"
აქცია-პერფორმანსის ჩაშლა სცადეს.
საუბარია, დღეს, საღამოს მერიის შენობის წინ გამართულ
აქციაზე, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შენობის ფასადზე
პროექტორით ვიდეორგოლი გაუშვეს, სადაც ქალაქში წვიმის დროს სანიაღვრე
ქსელი გაუმართაობი გამოწვეული პრობლემა იყო ასახული.
მერიის დაცვის თანამშრომლებმა თავდაპირველად პროექტორს გადაეფარნენ,
ამ მცდელობის ჩაშლის შემდეგ კი, ტექნიკაზე დენის წყარო
გამორთეს. საბოლოო ჯამში, "როდემდე"- მ მაინც შეძლო
დაგეგმილი ვიდერგოლის გაშვება.
"როდემდე?!" აქტივისტთა საინიციატივო ჯგუფია, რომელიც მუშაობს
ქუთაისში არსებულ ხელშესახებ პრობლემებზე.
მასალის გამოყენების პირობები