ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის
"ემეგობრე პოლიციას" გამო დილიდან ცენტრალური მოედანი
გაკეტილია.
დილიდან მიმდინარეობს ტექნიკის გაწყობა.
კამპანიის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა
შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდება.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ კამპანიის
ფარგლებში გაეცნონ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
„112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის,
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში,
აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას.
კამპანია რამდენიმე ქალაქში უკვე ჩატარდა.
კამპანიის "ემეგობრე პოლიციას" მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები