ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი
ნინო ღაჭავა გაიხსენეს.
ნინო ღაჭავას დედას თამარ ღაჭავას, რომელიც ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ,
სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების
თანამშრომელია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში უმასპინძლა,
დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
ნინო ღაჭავა 2010 წელს, 41 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე
ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მან მუშაობა ტელეკომპანია "რიონში" დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო
ტელეკომპანია "ივერიონის" და "იბერვიზიის" ქუთაისის ფილიალის
კორესპონდენტი.
წერდა რამდენიმე პერიოდულ გამოცემაში. 1999 წლის დეკემბრიდან იყო
რადიო თავისუფლების ქუთაისის კორესპონდენტი და რეგულარულად
მონაწილეობდა რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის „რეგიონული
მაცნის“ მომზადებაში.
2007 დან 2010 წლის ჩათვლით, იმერეთის რეგიონში პირველი არხის
საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები