უკრაინაში დაღუპულ ქართველს მებრძოლს ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს
დღეს, 16 ოქტომბერს, საღამოს მის მშობლიურ მხარეში, წალენჯიხაში
გადაასვენებენ.
მას ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს დაკრძალავენ.
ამჟამად კი თბილისში, ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში
ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე
შეიკრიბნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და მეგობრები.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, 10
ოქტომბერს დაიღუპა. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ქართველი მებრძოლი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА
РУСЬ"-ის წევრი იყო. ის ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის
მონაწილე გახლდათ.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომი 24 თებერვალს ომის დაწყებიდან
დღემდე უკრაინაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები