"ქუთაისის სიყვარულით" - ასე ჰქვია მხატვარ ლადო თევდორაძის
პერსონალურ გამოფენას, რომელიც ქუთაისის დავით კაკაბაძის
სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
გამოფენაზე მხატვრის საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევრებია
წარმოდგენილი.
"ჩემს ნამუშევრებში უმეტესად შეხვდებით ყოფით ცხოვრებას, ადამიანურ
ურთიერთობებს. მოხუცების სერიაში, რომელიც მე მაქვს - თქვენ დაინახავთ
და იგრძნობთ სიკეთეს, სითბოს, რომელიც დამახასიათებელია თითოეული
პერსონაჟისთვის...", - აღნიშნა მხატვარმა.
ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა ქუთაისში პირველად მოეწყო.
იგი14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები