800 000 ლარი ხელფასების ზრდაზე, ხოლო 500 000 ლარი ცხელი
წყლით უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.
ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში ცხელი წყლის უზრუნველყოფის და
თანამშრომლებზე ხელფასების ზრდის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300
000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულის თაობაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ საკრებულოს
სხდომაზე განაცხადა.
"გასულ წელს შევძელით ადმინისტრაციული ხარჯებზე ეკონომიის გაკეთება,
შესაბამისად, ჩვენ დავთვალეთ ნაშთი, რაც გვაძლევს საშუალებას 1 300
000 ლარი მოვახმაროთ ბაგა - ბაღების ცხელი წყლით უზრუნველყოფას და
თანამრომლებისთვის ხელფასების ზრდას, ასე, რომ ქუთაისის ბაღებში მეტი
კომფორტს შეიქმნება," - განმარტა მურღულიამ.
მისივე თქმით, 1 300 000 ლარიდან, 800 000 ლარი ხელფასების
ზრდაზე და 500 000 ლარი ცხელი წყლი უზრუნველყოფაზე
დაიხარჯება.
6 მილიონ 723 500 ლარის ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა
უმრავლესობით დაამტკიცეს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად დამატებული 7 მილიონამდე
ლარი, გასული წლის ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთია.
მასალის გამოყენების პირობები