პოლიტიკა
რა ხდება უკრაინაში ომის 202-ე დღეს
FaceBook
უკრაინული ძალები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ.
ბოლო 24 საათში მათ კონტროლი ხარკოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლებულ რაიონზე, მათ შორის, სოფელ ტერნოვოზეც აღადგინეს, რომელიც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

უკრაინელები წინ მიიწევენ ხერსონშიც, სადაც ოკუპანტებისგან 13 დასახლებული რაიონია გათავისუფლებული. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გაწმენდილია 6 000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია.

განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. პანიკაში ჩავარდნილი ოკუპანტები მასობრივად ტოვებენ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსაც.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 17 000 ადამიანი გადავიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.