უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის
დასაწყისიდან უკრაინელებმა დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია
გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში
განაცხადა.
„ჩვენი ჯარისკაცების ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა
გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან
ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე
გათავისუფლებულია. ამ დღეებში რუსული არმია ავლენს ყველაზე უკეთესს,
რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის
ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ
არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ოკუპანტი რუსეთი სუვერენულ უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და ამ
ხნის განმავლობაში მტრის იერიშს უკრაინელები იგერიებენ.
მასალის გამოყენების პირობები