ახალი ამბები
ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
FaceBook
ქუთაისში, აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს, მათი ხსოვნის მემორიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს.

მათი თქმით, სწორედ აგვისტოს გმირების მსგავს ადამიანებზე დგას ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასდროს დაივიწყებს.

"14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. უმძიმესი დღეები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ჰყავს თავის გმირები - ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა ხსოვნას დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი'',-
განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სასულიერო პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ომში რუსეთი ოფიციალურად  8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

ცხრა აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და რუსეთის 58-ე არმიის ბატალიონმა კოდორის ხეობაც დაიკავა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. სახლების დატოვება კი 263 598 ადამიანს მოუხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ქუთაისში ომში დაღუპულ მებრძოლთა 8 ოჯახი ცხოვრობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება
18:58 / 07.04.2025
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა".
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ
ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 
14:22 / 07.04.2025
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.