ჭიდაობის
დარბაზის
სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მერია
უახლოეს მომავალში 50 000 ლარის ღირებულების ტენდერს
გამოაცხადებს.
ქუთაისის #17 სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზი ამორტიზებულია, რის გამოც
ვარჯიშები შეწყვეტილია. ჭიდაობის დარბაზი ქალაქის მერმა დაათვალიერა
და განმარტა, რომ დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაა
დაგეგმილი. ქალაქის პირველი პირის განმარტებით, დარბაზში საშხაპეები
და საუნა მოეწყობა.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში სპორტის სხვადასხვა
სახეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. კარგი შედეგები გვაქვს ჭიდაობის
მიმართულებით. შარშან რამდენიმე სპორტული დარბაზი გავარემონტეთ,
წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული
სამუშაოები,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის
#17 სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზი 150-მდე ადამიანზეა
გათვლილი.
ჭიდაობის
დარბაზის
სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მერია უახლოეს მომავალში 50
000 ლარის ღირებულების ტენდერს გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები