ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას
ითხოვენ.
ამ მოთხოვნით რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახი ხელმოწერების
შეგროვებას იწყებს.
რუსთაველის გამზირზე მცხოვრებლების თქმით, გახშირებული ავტოსაგზაო
შემთხვევები ფიქსირდება, რის გამო ორმხრივი მოძრაობა უნდა
გაუქმდეს.
"ტრაგედიის ადგილია ეს ქუჩა, უკვე ვეღარ ვითვლით მერამდენე ავარია
მოხდა. გასულ წელს სულ მცირე 60-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გართულებულია გადაადგილება,
როგორც ქვეითებისთვის, ასევე ავტომანქანებისთვის, საათობით გვიწევს
გადასასვლელთან დგომა. ამ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაუშვებელია,"-
ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
რუსთაველის ქუჩაზე ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, როგორც ადგილობრივები
ამბობენ, ორი დღის წინ მოხდა, შემთხვევას მსხვერპლი არ
მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები