ახალი ამბები
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“-ის დახურვის ცერემონიალი ხვალ გაიმართება
FaceBook
ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2022, რომელიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხვალ 1 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. 

დახურვის ცერემონიალი მესხიშვილის თეატრში  18: 30 საათზე მოეწყობა.

ფესტივალი საკონკურსოა, შესაბამისად, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. 

მანამდე გაიმართება ფესტივალის ბოლო სპექტაკლი "აფხაზური ჩანახატები", რომელსაც ხონის სახალხო თეატრი წარმოადგენს.

სპექტაკლი ხონის თეატრში გაიმართება.

ორი კვირის განმავლობაში ფესტივალზე ნაჩვენები იყო 17 სპექტაკლი.

მასში მონაწილეობა მიიღო იმერეთის ყველა პროფესიულმა თუ სახალხო თეატრმა, ასევე,  დამოუკიდებელმა დასებმა, მათ შორის, თბილისიდან. 
ფესტივალში ყაზახეთის თეატრიც იყო ჩართული, რომელმაც ქართველი დრამატურგის აქვსენტი ცაგარელის პიესის  "ხანუმას" მიხედვით დადგმულ სპექტაკლი წარმოადგინა.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.