აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ
აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის
განმავლობაში მოქმედებდა.
საუბარია აშშ-ის უზენაესი
სასამართლოს1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც
აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული.
აღსანიშნავია, რომ აბორტის უფლება
ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხია. აშშ-ის
კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ,
რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული.
საქმეზე Roe v Wade აშშ-ის
უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური
უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება
ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ
დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ
აბორტის საკითხს.
უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და
აბორტის უფლების გაუქმებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა, მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კი
თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რადგან ქალების
უფლებები დაცული უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები