ნატოს გენერალური მდივანი, იენს
სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებით
დასრულდება.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ესპანურ El Pais-თან ინტერვიუში
განაცხადა. მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის
აუცილებლობას, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ
შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ძლიერი პოზიციები.
"ევროპაში მიმდინარეობს
ომი, რომელიც გამოიწვია უხეშმა შეჭრამ დამოუკიდებელი, სუვერენული და
დემოკრატიული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, ნატოსა და
რუსეთს შორის არაა ტოტალური ომი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი
განსხვავებაა. დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან
დასრულდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს
ისეთ ძლიერ პოზიციებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ
მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ამისთვის
საუკეთესო საშუალებაა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური
მხარდაჭერა და მძიმე სანქციების დაწესება რუსეთის
წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში 122 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები