უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+200]
ტანკი – 1 504 ერთეული [+8];
ჯავშანტექნიკა – 3 632 ერთეული [+18];
საარტილერიო სისტემა – 756 ერთეული [+4];
MLRS – 240 ერთეული [+1];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+1];
თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0];
ვერტმფრენი – 183 ერთეული [+1];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 620 ერთეული
[+6];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 2 548 ერთეული [+5];
სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
211 თვითმფრინავი;
132 ვერტმფრენი;
1 308 უპილოტო საფრენი აპარატი;
349 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 733 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
594 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
2 081 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
3 801 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 120 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები